ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია მიზანმიმართულად გათიშეს
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია მიზანმიმართულად გათიშეს

ოპოზიციის შეთანხმებულმა ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგო გამართა.

დეკანოიძის თქმით, ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანს მიზანმიმართულად ელექტროენერგია გაუთიშეს.

„წაგების გამო „ქართული ოცნება“ აგონიაშია და იმისთვის, რომ არ დავიცვათ ჩვენი ხმები, ქუთაისის ყველაზე დიდ და ოპოზიციურად განწყობილ უბნებში ჩააქრეს ელექტროენერგია.

მინდა, გითხრათ ბატონებო, წაგებული გაქვთ ეს არჩევნები და საერთოდ არაფერი არ გიშველით მიაწოდეთ ელენერგია უბნებს სასწრაფოდ, რათა შეძლონ მოქალაქეებმა ხმის მიცემა. ვერ გიშველით ელექტროენერგიის გათიშვა, ჩვენ დავიცავთ უბნებს ბოლომდე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.