ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მოსყიდვის მიზნით, ქუთაისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მოსყიდვის მიზნით, ქუთაისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატ ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფულს არიგებენ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

დეკანოიძემ 123-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო წარადგინა, სადაც მისი თქმით, ჩანს ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს.

დეკანოიძის თქმით, მსგავსი ფაქტი ქალაქის მასშტაბით 12 უბანზე დაფიქსირდა.

„სისტემური დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული დავაფიქსირეთ, ფულის დარიგების ფაქტი ქუთაისის 123-ე უბანზე. გოჩა ავალიანმა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, არიგებს ფულს 123-ე უბანზე და მე მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, ჰქონდეთ რეაგირება ამ ფაქტზე“, – განაცხადა დეკანოიძემ.