ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სუსტად და აუცილებლად გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სუსტად და აუცილებლად გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სუსტად და აუცილებლად გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში.

ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მოინახულა.

როგორც მან აღნიშნა, ჰქონდა საშუალება, რეანიმაციულ განყოფილება რამდენიმე წუთით ენახა მიხეილ სააკაშვილი.

„მე მქონდა საშუალება, რეანიმაციის განყოფილებაში, რეანიმაციის პალატაში რამდენიმე წუთით გავსაუბრებოდი მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. იგი არის ცუდად და რომ არ ყოფილიყო რეანიმატოლოგი, შემთხვევით, რომელიც იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს, მისი გადარჩენა იქნებოდა პრაქტიკულად შეუძლებელი. შემდეგი ასეთი კრიზი თუ განმეორდა, არის ინსულტის საშიშროება, რადგან რეანიმატოლოგმა თქვა, რომ იყო ძალიან მოცულობითი ტაქიკარდია. შემდეგ ასეთ დარტყმას, ასეთ კოლაფსში ჩავარდნას მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს. მხოლოდ და მხოლოდ გადარჩა, რადგან ეს ადამიანი იმყოფებოდა და გაუწია ის დახმარება, რომელიც იყო პირველადი აუცილებელი დახმარება. გარდა ამისა, აქვს ჰიპერტონული კრიზი, როცა მე გახლდით მასთან შეხვედრაზე გუშინ, როდესაც ეკა ხერხეულიძე იყო, დღესაც ვერ იყო კარგად. მითხრა, რომ დილიდან იმდენად ცუდად ვიყავი, ექიმი შემოვიდა და გამაღვიძა, მთელი დღის განმავლობაში იყო ცუდად. რაღაცნაირად მოხდა, რომ ეს ექიმი რეანიმატოლოგი აღმოჩნდა ამ დაწესებულებაში. ჩვენ გვაქვს მცირე დრო, მქონდა საშუალება, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან პარლამენტის წევრები, ჩვენ გადავეკვეთეთ ერთმანეთს. ისინი ესაუბრებიან მათ შორის ნიკა ყიფშიძეს, რაზეც ნიკა ყიფშიძეს აქვს ის პოზიცია, რაც აქვს ყველა ექიმს, მათ შორის კონსილიუმის ექიმს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის კონტაქტური, თუმცა არის სუსტად და არ შეუძლია საუბარი.

„ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მიშას აქვს დარჩენილი, თუ ასეთ კოლაფსამდე მივიდა, ძალიან ცოტა ხანი. მითხრა, რომ პირველად ცხოვრებაში, დაკარგა გონება და რაც მითხრა რეანიმატოლოგმა იყო ის, რომ გონების დაკარგვა გაგრძელდა დიდხანს. როდესაც მე ველაპარაკებოდი პარლამენტის დეპუტატებს ექიმებს სერგეენკოსა და ხუნდაძეს, ჩემი პოზიცია მათ ვუთხარი, რომ ამ ადამიანის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება ამ დაწესებულებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაწესებულებაში ასევე იმყოფებიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც, თავად მინისტრიც“, – განაცხადა დეკანოიძემ.