ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

01:47, 05.11.2020

„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ისნის ნომერ მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა უკვე დასრულდა.

დეკანოიძის ინფორმაციით, სხდომაზე მათი არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დეკანოიძემ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს მოუწოდა, შენობიდან გამოვიდნენ და განმარტება გააკეთონ, რატომ არ დააკმაყოფილეს საჩივრები.

„ჩამოდით და პასუხი გაგვეცით, რატომ გააყალბეთ ჩვენი ხმები. ჩამოდით დაბლა, მაგრამ გეშინიათ ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი