ხაშურში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა

10:58, 10.03.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

„ქალაქ ხაშურში, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული, რომლის მონაცემებიც, ელექტრონულ ჟურნალში არ ფიქსირდებოდა. სახერხი საამქროს მიმართ შედგენილი ოქმი, 2000 ლარის ოდენობით, საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

სახერხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე სამი ერთეული რთხმელას სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი