ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა
ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა

ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ სილამაზის სალონში მოხდა. ახალგაზრდა ქალს ქმარი თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა თვითმხილველების თვალწინ მიაყენა.

დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს კატასტროფის ბრიგადა თბილისში გადაიყვანს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, ამოღებული დანაც, რომლითაც სავარაუდოდ დანაშაულია ჩადენილი.

შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს.