ხაშური-ახალციხე-ვალესა და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე დღეს მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ხაშური-ახალციხე-ვალესა და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე დღეს მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დღეს, 22 ივნისს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ11-კმ25, კმ34-კმ40 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ21-კმ25 მონაკვეთებზე ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა მეკლდეურების მეშვეობით. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20-წუთიანი ინტერვალებით.

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ან/და შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.