ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა შორის თურქი ჟურნალისტებიც არიან
ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა შორის თურქი ჟურნალისტებიც არიან

ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთ რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელეს.

ამასთან, ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ამბობს, რომ დაშავებულებს შორის თურქი ჟურნალისტებიც არიან.

სარაკეტო დარტყმა სასტუმროს კომპლექსზე განხორციელდა, რომელშიც შემთხვევის მომენტისთვის 30 ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვზე იერიში S300-ის ტიპის რაკეტებით მიიტანეს. ქალაქის მერის ცნობით, სასტუმროში მხოლოდ სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.