ხარკოვზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა
ხარკოვზე მართვადი ბომბებით რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად, ერთი ქალი დაიღუპა, ათი ადამიანი კი დაშავდა.
როგორც მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, ქალაქის ნემიშლიანსკის რაიონში კერძო სექტორი დაზარალდა.
დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ხარკოვის მერმა აღნიშნა, რომ დარტყმა კერძო სახლებთან ახლოს მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანგრეული სახლის ნანგრევებიდან 35 წლის ქალი ამოიყვანეს.
„სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალის ყველა ძალისხმევის მიუხედავად, ის მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, – წერს ტერეხოვი.
დაზიანდა ოცდათხუთმეტი სახლი და რვა მანქანა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, დაშავებულებს შორის არიან 7 წლის ბიჭი, 44, 62 და 72 წლის ქალები, ასევე 30, 61, 47 და 36 წლის მამაკაცები.