ხარკოვზე რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 35 ადამიანი

10:13, 04.04.2025

რუსულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმა განახორციელა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 დაშავდა.

თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი საცხოვრებელი კორპუსი გახდა, რის გამოც ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, მაშველები ნანგრევების წმენდას განაგრძობენ და შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

 

მსგავსი