ხარკოვში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძრის მიზეზების გამოძიების ფარგლებში, სამი პირი დააკავეს
ხარკოვში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძრის მიზეზების გამოძიების ფარგლებში, სამი პირი დააკავეს

ხარკოვში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ხარკოვის რეგიონული პროკურატორის დეპარტამენტის პრეს-სამსახურმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაკავებულთა შორისაა შენობის მეპატრონე, მოიჯარე და დაწესებულების ადმინისტრატორი.

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, დაწესებულება უკანონო იყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. 22 იანვარი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვის ხანდაზმულთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ხანძარი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ამ დროს შენობაში 33 ადამიანი იმყოფებოდა.