ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, ჰიპერმარკეტზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 43 ადამიანი
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, ჰიპერმარკეტზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 43 ადამიანი

ხარკოვში ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 43 ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

რუსეთის ძალებმა სამშენებლო ჰიპერმარკეტზე დარტყმა გუშინ, დღისით განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰიპერმარკეტში, შესაძლოა, 200-მდე ადამიანი ყოფილიყო.

ამას გარდა, რუსეთმა „ეს-300“-ის ტიპის რაკეტით იერიში მიიტანა ხარკოვის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.