ხარკოვის რეგიონში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა
ხარკოვის რეგიონში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა საზოგადოებრივ დაწესებულებაზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ისვენებდნენ, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

„ამ მომენტისთვის ცნობილია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ისვენებდა“, – აღნიშნა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.