ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს, დაღუპულია ერთი ადამიანი

15:32, 12.09.2022

რუსებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

„ყურადღება ხარკოველებო: დარჩით თავშესაფრებში! ოკუპანტებმა ხარკოვს დაარტყეს. ბომბი დაეცა ხარკოვის კიევის რაიონში. სამწუხაროდ ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ერთი გამვლელი“, – წერს სინეგუბოვი.

აღსანიშნავია, რომ რუსებმა ხარკოვი გასულ ღამესაც დაბომბეს. დარტყმები ხარკოვის ელექტროსადგურზე განხორციელდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

მსგავსი