ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქში 40 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსებისგან
ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქში 40 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსებისგან

ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქში 40 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსებისგან. აღნიშნულის შესახებ ოლეგ სინეგუბოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

სინეგუბოვის თქმით, უკვე შესაძლებელია საუბარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლებაზე ჩუგუევის რაიონში, კუპიანსკისა და ბალაკლეას რაიონებში.

„ჩვენი ქვედანაყოფები შევიდნენ კუპიანსკში, გრძელდება იზიუმის რაიონის დასახლებების გათავისუფლება. ამ დროისთვის შეიძლება ვისაუბროთ 40-ზე, მაგრამ რეალურად არის ბევრად მეტი, ჩვენ უბრალოდ ვერ გამოვაცხადებთ ამ ციფრს, ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა მიმდინარეობს”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, ამავდროულად, რუსული ჯარები მუდმივად ცდილობენ შეტევას და უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით და ისვრიან ყველა ტიპის იარაღიდან.