ხარკოვის გუბერნატორი - დასავლური სამხედრო დახმარების შეფერხების შემდეგ რუსეთი მრავალი პოზიციიდან შეტევაზეა
რუსეთის შეტევასთან დაკავშირებით უკრაინის ხარკოვის რეგიონის სოფლებიდან 6 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს ინფორმაციას.
„სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში ხარკოვის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ დასავლური სამხედრო დახმარების შეფერხების შემდეგ რუსეთი მრავალი პოზიციიდან შეტევაზეა.
ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთი უკრაინას სჯობნის შეიარაღებაში – არა ხარისხით, არამედ რაოდენობით.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხარკოვის რეგიონში სოფლები ნაცრისფერი ზონიდან საბრძოლო ზონაში აღმოჩნდა. რუსეთის არმია ცდილობს, კონტროლი დაამყაროს ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკზე. რუსეთმა ხარკოვის რეგიონში ათ დასახლებულ პუნქტზე დაამყარა კონტროლი.