ხარების დღესასწაულზე, მცხეთის კურთხევის ცერემონია შესრულდა [ფოტო]
ხარების დღესასწაულზე, მცხეთის კურთხევის ცერემონია შესრულდა [ფოტო]

ხარების დღესასწაულზე ქალაქ მცხეთის კურთხევის ცერემონია შესრულდა.

სვეტიცხოველში საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავრებმა მსვლელობით მთელ ქალაქში ნაკურთხი წყალი ასხურეს.

მე-11 საუკუნეში წმინდა კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ პირველის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ხარება მცხეთის დღესასწაულად და მისი კურთხევის დღედ დადგინდა.

საუკუნეების შემდეგ, ეს ტრადიცია დაირღვა და რამდენიმე წელია, რაც აღდგა, ხოლო წელს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საეპისკოპოსო წირვის შემდეგ, სვეტიცხოვლის ტაძარში მღვდელმთავარი და სამღვდელოება აკურთხებენ მცხეთას.

„მე-11 საუკუნეში, პატრიარქმა მელქისედეკ პირველმა დააარსა მცხეთის კურთხევის დღე ხარების დღესასწაულზე. მრავალი საუკუნე სრულდებოდა ეს წესი, მაგრამ ეგზარქოსობის პერიოდში შეწყდა ამ ტრადიციის აღსრულება და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღადგინა. დღეს ჩვენ ვასრულებთ ამას და ვაკურთხებთ მცხეთას და სრულიად საქართველოს” – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.