ხარაიშვილმა შვედურ მედიასთან გიორგი შაქარაშვილზე ილაპარაკა - ის ჩემი ძმის თანაგუნდელი იყო
ხარაიშვილმა შვედურ მედიასთან გიორგი შაქარაშვილზე ილაპარაკა - ის ჩემი ძმის თანაგუნდელი იყო

„გიორგი შაქარაშვილი ჩემი ძმის გუნდელი იყო და მისმა გარდაცვალებამ გული მატკინა,“ – განაცხადა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში სეზონის პირველი გოლის გატანის შემდეგ.

საქართველოს ნაკრებისა და „გიოტებორგის“ შემტევმა ნახევარმცველმა ალსვენსკანის მერვე ტურში „ჰელსინგბორგთან“ შეხვედრის მე-11 წუთზე „გიოტებორგი“ დააწინაურა და გამოაჩინა მაისურა, სადაც გიორგი შაქარაშვილი იყო გამოსახული და 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ხსოვნას პატივი მიაგო.

მატჩის შემდეგ (რომელიც 1:1 დასრულდა) ხარაიშვილმა შვედურ გამოცემებთან გიორგი შაქარაშვილზე ილაპარაკა.

„გიორგი შაქარაშვილი 19 წლის იყო. ის ივნისის შუა რიცხვებში დაიკარგა და გარდაცვლილი იპოვეს. ის ჩემი უმცროსი ძმის თანაგუნდელი იყო და ვიცნობდი. მე ეს მისი ხსოვნისადმი საპატივცემულოდ გავაკეთე და ქართულად მაისურაძე „შაქარა“ ამიტომ დავიწერე. მაგრამ ამაზე საუბარი მიჭირს, ეს ძალიან მტკივნეული თემაა,“ – ამბობს ხარაიშვილი.