ხარაიშვილი შვედეთის ლიგის შვიდ რჩეულ მოთამაშეს შორისაა - „ამ ფეხბურთელების ტრანსფერები ყველაზე რეალურია“
ხარაიშვილი შვედეთის ლიგის შვიდ რჩეულ მოთამაშეს შორისაა - „ამ ფეხბურთელების ტრანსფერები ყველაზე რეალურია“
გიორგი ხარაიშვილი იმ შვიდ ფეხბურთელთა შორის დაასახელეს, რომელთა შენარჩუნებაც კლუბებს ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ გაუჭირდებათ.
 
შვედურმა ინტერნეტ-გამოცემა „ფუტბალდირექტი“ წერილში ყურადღება „გიოტებორგის” ქართველ ლიდერზე, გიორგი ხარაიშვილზე გაამახვილა.
„ფუტბალდირექტი“ „გიოტებორგის“ ყველაზე სასურევლ მოთამაშედ გიორგი ხარაიშვილს ასახელებს.
„ქართველი ნახევარმცველი გუნდის გამორჩეული მოთამაშეა და მზადაა, კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას. მაგრამ „გიოტებორგში“ უფრო მნიშნელოვან მოთამაშეს ვერ იპოვით. კლუბმა, რომელიც ახლახანს ნანგრევებში იყო მოქცეული, სპორტული და ფინანსური კუთხით გასაოცარი შემობრუნება მოახერხა. ახლა, შესაძლოა ისეთი სეზონი დაუდგეს, რომ დიდი ხმაური გამოიწვიოს“ – წერს გამოცემა.
გიორგი ხარაიშვილი „გიოტებორგში“ 2018 წელს გადავიდა და ამ პერიოდში გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული, შედეგიანი მოთამაშე გახდა.