ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითადში - მამარდაშვილი „სოსიედადთან“ ითამაშებს #1TVSPORT
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითადში - მამარდაშვილი „სოსიედადთან“ ითამაშებს #1TVSPORT

სექტემბრის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი კვლავ „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს – ეს გადაწყვეტილება „ვალენსიას“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ყველასათვის მოულოდნელად მიიღო.

ქართველი მეკარე ბოლოს „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში სექტემბერში „სევილიასთან“ შეხვედრაში გამოჩნდა – 21 წლის ქართველ მეკარეს დაშვებული შეცდომები ძვირად დაუჯდა. ხოსე ბორდალასიმა კარში ნიდერლანდელი იესპერ სილესენი დააბრუნა, ხოლო მას სათამაშო მატჩების დროს ხაუმე დომენეკით ცვლიდა.

სილესენი ისევ დაშავდა და ბოლოს ესპანეთის სათასო მატჩი დომენეკმა ჩაატარა. ამიტომ დღეს ლა ლიგის 23-ე ტურში გულშემატკივრები „ვალენსიას“ კარში ისევ გამოცდილი მეკარის ხილვას ელოდნენ.

მაგრამ ბორდალასმაღამურების“ კარის დაცვა „სოსიედადთან“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ გიორგი მამარდაშვილი მიანდო – თამაში საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.