ხანძრების გამო ავსტრალიაში ეროვნული გალერეა დროებით დახურეს.
როგორც გალერეაში აცხადებენ, ამის მიზეზი კვამლია, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დარბაზში გამოფენილ მატისისა და პიკასოს ნახატებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ავსტრალიის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნახატების ნაწილი მწვანე კონტინენტზე პარიზიდან ჩაიტანეს.
ავსტრალიაში სექტემბრის შემდეგ მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპა უამრავი ცხოველი. ქალაქებსა და დასახლებებს ყვითელი კვამლი ფარავს. ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუარესებული, რის გამოც მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ხანძრების გამო სახელმწიფო სამსახურებსა და კომპანიების ნაწილმა ორშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა.