ხამეს როდრიგესი სანაკრებო კარიერას ასრულებს #1TVSPORT

22:45, 15.09.2026

ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ეროვნულ გუნდს ტოვებს და სანაკრებო კარიერას ასრულებს.

როდრიგესმა ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაატარა. კოლუმბიამ ასპარეზობა 1/8-ფინალურ ეტაპზე შვეიცარიასთან დაასრულა.

„დღეს მინდა, გულით გესაუბროთ. ამდენი წლის, ამდენი მატჩის, ამდენი ბედნიერი წამისა და ასევე რთული პერიოდების შემდეგ ვგრძნობ, რომ დადგა დრო, დავხურო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი – ჩემი გზა კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად“, – დაწერა ხამეს როდრიგესმა.

ხამესი კოლუმბიის ნაკრების ღირსებას 2011 წლიდან იცავდა. ეროვნულ გუნდში მან 131 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. 2014 წელს როდრიგესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი