„ხალხის რჩეული“ - „წიგნების თაროს" მეოთხე გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემა დღეიდან იწყება
„ხალხის რჩეული“ - „წიგნების თაროს" მეოთხე გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემა დღეიდან იწყება

პირველი არხის გადაცემა „წიგნების თაროს” მეოთხე გამარჯვებულს ხალხი ხმის მიცემით გამოავლენს. „ხალხის რჩეული“ გამარჯვებული გუნდის 3 მოთამაშესთან ერთად დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

„ხალხის რჩეული“ „წიგნების თაროს“ ახალი შესაძლებლობაა, გამოკვეთოს სეზონში ყველაზე რეიტინგული მოთამაშე და მისცეს მას ინდივიდუალური შესაძლებლობა, მოიპოვოს ხალხის სიმპათია და გამარჯვებულ გუნდთან ერთად გაემგზავროს კემბრიჯში.

დღეიდან მაყურებელს ეძლევა შესაძლებლობა, პირველი არხის ვებგვერდზე – 1tv.ge განთავსებული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ხმა მისცეს თავის რჩეულ მონაწილეს. ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ. ხმის მიცემა ნახევარფინალების დასრულებამდე გაგრძელდება.

„ხალხის რჩეული” მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

ინიციატივაში – „ხალხის რჩეული” მონაწილეობას 32 გუნდის 96 მონაწილე მიიღებს.

წიგნების თარო

დატოვე კომენტარი