ხაჩკოის საბადოზე 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
ხაჩკოის საბადოზე 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაჩკოის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის – „ხაჩკოის“ ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალების შესწავლა-მოპოვების 20-წლიანი ლიცენზია ელექტრონულ აუქციონზე გაიცა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლიცენზიის მფლობელი შპს „თედა“ გახდა.

აუქციონის პირობების მიხედვით კომპანიამ სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მკაცრი გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით უნდა აწარმოოს, რისთვისაც სულ მცირე, 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ასევე, კომპანიამ საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქე უნდა დაასაქმოს.

დატოვე კომენტარი