ჯექსონვილის არენაზე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიება გაიმართა (UFC 249). მთავარი ბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში დროებითი ტიტულისთვის ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეიჯის შორის შედგა.
ბევრისთვის მოულოდნელად, ბრძოლის მიმდინარეობისას სრულ უპირატესობას გეიჯი ფლობდა. მთავარმა მსაჯმა ჰერბ დინმა ბრძოლა მეხუთე რაუნდის მიწურულს შეაჩერა. შედეგად „ჰაილაითმა“ გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა და უამრავი ადამიანისთვის მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის ზიანი „ელ კუკუის“-თვის კარიერის მანძილზე არავის მიუყენებია.
შედეგად, მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ქამარი ჯასტინ გეიჯის გადაეცა და ის მომდევნო ბრძოლას ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ, ნამდვილი ქამრისთვის გამართავს.