ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა
ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა

UFC229-ს ბოლო ბრძოლაში, ერთმანეთს ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი დაუპირისპირდნენ.

ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ მაკგრეგორს ორთაბრძოლაში ჩართვა გაუჭირდა. ხაბიბი უპირატესობას თავიდანვე ფლობდა, მაგრამ ირლანდიელი თავის დაცვას ახერხებდა.

მეორე რაუნდში ნურმაგომედოვმა მეტოქეს კარგი დარტყმა გაუტარა და ბრძოლა პარტერში გადაიყვანა.

ამის შემდეგ, რუს მებრძოლს ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია და მეოთხე რაუნდის მეოთხე წუთზე მეტოქე მგუდავი ილეთით დაამარცხა.

ბრძოლის დასრულებისთანავე ნურმაგომედოვმა ოქტაგონი დატოვა და კონორ მაკგრეგორის გუნდელებთან ხელჩართულ ორთაბრძოლაში ჩაერთო.

 

ინციდენტი თავად ოქტაგონზეც გაგრძელდა.

საბოლოო ჯამში, ამ ინციდენტის გამო, ხაბიბს ქამარი ოქტაგონზევე არ გადასცეს, თუმცა ბრუს ბაფერმა გამოაცხადა, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონი კვლავ დაუმარცხებელი ხაბიბ ნურმაგომედოვია.