კევინ დე ბრუინმა „სიტისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კევინ დე ბრუინმა „სიტისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა

კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ ყოფნის პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა და პეპ გვარდიოლას გუნდშიც, რა თქმა უნდა, წამყვანი ფიგურა გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელის კონტრაქტი 2023 წელს იწურება, „ქალაქელებს“ მასთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ. როგორც ცნობილია, დე ბრუინმა მიღებულ შეთავაზებაზე უარი თქვა. The Times-ის ცნობით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბელგიელს კონტრაქტის პირობები არ მოეწონა.

დე ბრუინი კვირაში 310 000 ფუნტ სტერლინგს ღებულობს. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ყველაზე მაღალი ანაზღაურება პრემიერლიგაში. მესუთ იოზილს და დავიდ დე ხეას მასზე მაღალი ხელფასები აქვთ. ბელგიელი კი ფიქრობს, რომ ის ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია და იმედოვნებს, რომ „სიტი“ მომავალში უკეთესი წინადადებით მიმართავს.

The Athletics-ის ინფორმაციით, ცნობილია, თუ რატომ არ შესთავაზა „სიტიმ“ უფრო მეტი თანხა დე ბრუინს. მათ, რა თქმა უნდა, სურთ წამყვანი ფეხბურთელის გუნდში დატოვება, მაგრამ ასევე იმედოვნებენ, რომ მოახერხებენ ლიონელ მესის „ბარსელონადან“ გადაბირებას და რესურსებს ამისთვის ინახავენ.

დე ბრუინი მანჩესტერულ კლუბს 2015 წელს „ვოლფსბურგიდან“ შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან „სიტისთან“ ერთად ორჯერ მოახერხა პრემიერლიგის ტიტულის მოგება.