„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, შესაძლოა, საუდის არაბეთში გააგრძელოს კარიერა.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი რუდი გალეტი წერს, 33 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწია „ალ-იტიჰადთან“ და კლუბს თანხმობა მისცა ტრანსფერზე. აღნიშნავენ, რომ „სიტი“ მზად არის, გაუშვას ნახევარმცველი და ახლა კლუბებმა უნდა შეათანხმონ ტრანსფერის თანხა.
დე ბრუინის კონტრაქტი ინგლისის ჩემპიონთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ „ალ-იტიჰადში“ თამაშობენ ქარიმ ბენზემა, ნ’გოლო კანტე და ფაბინიო.