კევინ დე ბრუინი - ყველანი ავად ვიყავით და შესაძლოა, ეს კორონავირუსი იყო
კევინ დე ბრუინი - ყველანი ავად ვიყავით და შესაძლოა, ეს კორონავირუსი იყო

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი არ გამორიცხავს, რომ კარანტინის პერიოდში კორონავირუსით დაინფიცირდა და უკვე გამოჯანმრთელდა.

„ახლა ყველაფერი კარგად არის. პირველი ორი კვირის განმავლობაში ოჯახში ყველანი ავად ვიყავით. სიტუაცია ხან უმჯობესდებოდა, ხან უარესდებოდა და ახლა ყველანი ჯანმრთელად ვართ. არ ვიცით, კორონავირუსი იყო ეს თუ არა. ასეა თუ ისე, ახლა ველაფერი ნორმალურად არის“, – ამბობს დე ბრუინი „სკაი სპორტსთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში თითქმის ყველა სპორტული ტურნირი, მათ შორის წაყვანი საფეხბურთო ჩემპიონატები, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.