კევინ დე ბრუინი შეიძლება „ინტერ მაიამი“ გადავიდეს #1TVSPORT
კევინ დე ბრუინი შეიძლება „ინტერ მაიამი“ გადავიდეს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა, შესაძლოა, დატოვოს ინგლისური კლუბი.

ჟურნალისტი ჯერემი კროსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბელგიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს გამოთქვამს „ინტერ მაიამი“. ამერიკული კლუბის ხელმძღვანელობამ დე ბრუინი მთავარ სატრანსფერო სამიზნედ აირჩია. ფეხბურთელთან მოლაპარაკებები შეიძლება უკვე იანვარში დაიწყოს.

უფრო ადრე დაიწერა დე ბრუინის მიმართ „ბარსელონას“ დაინტერესების შესახებ.

მიმდინარე სეზონში კევინ დე ბრუინმა 11 მატჩის ჩატარება მოასწრო და თითო გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.