კევინ დე ბრუინი - ლივერპულის მიმართ სიბრალულს ვერ ვგრძნობ
კევინ დე ბრუინი - ლივერპულის მიმართ სიბრალულს ვერ ვგრძნობ

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი აცხადებს, რომ „ლივერპულის“ მიმართ თანაგრძნობა არ აქვს.

მიმდინარე სეზონში სწორედ ეს ორი გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის და საბოლოოდ „მანჩესტერ სიტიმ“ მეტოქეს ერთადერთი ქულით აჯობა. საამისოდ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ბოლო 14 მატჩის მოგება დასჭირდა.

„კარგი ბრძოლა იყო. „ლივერპულის“ მიმართ თანაგრძნობა არა მაქვს, რადგან არა მგონია, მათ ჰქონოდათ თანაგრძნობა ჩვენს მიმართ, ყველაფერი რომ პირიქით დასრულებულიყო. ვინმეს შევეცოდეთ, ჩემპიონთა ლიგიდან რომ გამოვვარდით? ვფიქრობ, არა“, – ამბობს ბელგიელი.

18 მაისს „სიტიმ“ სეზონის კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა, როდესაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ფინალში „უოტფორდი“ 6-0 დაამარცხა.