„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ბელგიის ნაკრების ძირითადი კაპიტანი გახდა, – ამის შესახებ იტყობინება ეროვნული გუნდის პრესსამსახური.
ნახევარმცველმა ამ როლში შეცვალა „რეალის“ ფეხბურთელი ედენ აზარი, რომელიც ნაკრებიდან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ წავიდა.
„რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა და „ინტერის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ბელგიის ნაკრების ვიცე-კაპიტნები გახდნენ.
დე ბრუინმა ბელგიის ნაკრებში 97 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.