კერსტი კალულაიდი - საქართველოს ეუბნებიან, რომ ოკუპაციის გამო, დემოკრატული სამყაროს სრულუფლებიან წევრობაზე მუდამ უარს ეტყვიან
ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალულაიდის თქმით, საქართველოს ეუბნებიან, რომ ოკუპაციის გამო, დემოკრატული სამყაროს სრულუფლებიან წევრობაზე მუდამ უარს ეტყვიან, – ეს განცხადება ესტონეთის ლიდერმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„აგრესიას უნდა ერქვას აგრესია, ომს ომი უნდა ვუწოდოთ, ხოლო ოკუპაციას ოკუპაცია. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ევროპაში ხდება, თუ აფრიკაში. მე ძალიან შეწუხებული ვარ იმ შედეგით, რომელიც ომს მოაქვს და ამას ვგრძნობ, როდესაც ვხვდები იძულებით გადაადგილებულ პირებს ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში ან როდესაც საქართველოში პოლიტიკოსებს ვუსმენ. მათ ეუბნებიან, რომ ოკუპაციის გამო, საქართველოს დემოკრატული სამყაროს სრულუფლებიან წევრობაზე მუდამ უარს ეტყვიან. საქართველო სოლიდარულია და ყველა იმ ქვეყნის გვერდით დგას, რომელიც კონფლიქტის, ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მსხვერპლია“, – განაცხადა კალულაიდიმ.
მისივე თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო მოქმედებები გრძელდება, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძული ოკუპირებულია, ისევე, როგორც საქართველოს ორი რეგიონი.