კერსტი კალიულაიდი - თუ ჩვენ გადავყლაპეთ საქართველო, გადავყლაპეთ ყირიმი, მაშინ იქნება შემდეგი წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი გადაკვეთს
კერსტი კალიულაიდი - თუ ჩვენ გადავყლაპეთ საქართველო, გადავყლაპეთ ყირიმი, მაშინ იქნება შემდეგი წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი გადაკვეთს

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი თვლის, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი წლის შემდეგ, ევროპის მხრიდან რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის აღდგენამ ყირიმის ანექსია გამოიწვია. ეს განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„ამან გამოიწვია ზვავი, რომლის შედეგიც იყო ყირიმის ანექსია. მაშინ რუსეთმა მიიღო საფუძველი ეფიქრა: კი ბატონო, ახლა ისინი ჩვენს წინააღმდეგ რაღაცას ამბობენ, მაგრამ სამი თვის შემდეგ ეს შეწყდება და ეს მართლაც ასე იყო. საქართველოსთან ომიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ჩვენ ევროპაში გავიგეთ ჩვენი შეცდომა და ვისწავლეთ გაკვეთილი. ახლა ჩვენ აღარ შეგვიძლია ამის თქმა: კარგი 2014 წელს არც ისე კარგი რამ მოხდა, მაგრამ მოდით, წინ ვიაროთ. თუ ჩვენ გადავყლაპეთ საქართველო, ყირიმი, მაშინ იქნება შემდეგი წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი გადაკვეთს“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ესტონეთის პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთის სანქციების შესამსუბუქებლად ამ ეტაპზე საფუძველი არ არსებობს.

„ვთვლი, რომ ეს არ მოხდება. არ არსებობს ამის საფუძველი. დიახ, მოხდა უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, წინ კიდევ დიდი გზაა. ყირიმი ამ დრომდე ოკუპირებულია. ომი გრძელდება“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი