კერძო თვითმფრინავი, პირადი ლოჟა „კამპ ნოუზე“, 10 ათასი ევრო გამოსასყიდი - ცნობილი გახდა პირობების სია, რომელთა შესრულების შემდეგ მესი „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს დათანხმდებოდა #1TVSPORT
კერძო თვითმფრინავი, პირადი ლოჟა „კამპ ნოუზე“, 10 ათასი ევრო გამოსასყიდი - ცნობილი გახდა პირობების სია, რომელთა შესრულების შემდეგ მესი „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს დათანხმდებოდა #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემა El Mundo-მ გამოაქვეყნა პირობების სია, რომელთა შესრულების შემთხვევაში ლიონელ მესი მზად იყო 2020 წლის ზაფხულში გაეგრძელებინა კონტრაქტი „ბარსელონასთან“:

  1. კონტრაქტის გახანგრძლივება სამი სეზონით – 2023 წლის ზაფხულამდე.
  2. პირადი ლოჟა „კამპ ნოუზე“ მესის ოჯახის წევრებისთვისა და ლუის სუარესის ნათესავებისთვის.
  3. 10 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსი კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ.
  4. პუნქტი კონტრაქტში 10 ათასი ევროს ოდენობის გამოსასყიდ თანხაზე, რომლის მიხედვითაც მესი იოლად დატოვებდა კლუბს.
  5. თანხის გადახდა, რომელიც სამი პროცენტით მეტი იქნებოდა იმ თანხაზე, რომელიც მესიმ დაკარგა, როცა პანდემიის პერიოდში ხელფასის შემცირებას დათანხმდა.
  6. კერძო თვითმფრინავი მთელი ოჯახისთვის შობაზე.
  7. გადასახადების ზრდისგან დაცვა.

იტყობინებიან, რომ „ბარსელონას“ მაშინდელი პრეზიდენტი ჟოსეპ ბარტომეუ დათანხმდა არგენტინელის ყველა პირობას, გარდა მეოთხე პუნქტისა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობა არ იყო მზად ასე დაბალ ციფრამდე დაეწია გამოსასყიდი თანხის ოდენობა.

ცნობილია, რომ მესისა და „ბარსელონას“ შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და ფორვარდი „პარი სენ-ჟერმენში“ აღმოჩნდა.