კენტუკის შტატში სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ცხრა ადამიანი
აშშ-ის კენტუკის შტატში სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულია ცხრა ადამიანი.
შემთხვევა ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა. მედიის ცნობით, ვერტმფრენები რუტინულ საწვრთნელ მისიაზე იყვნენ. რა გახდა შეჯახების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.