კენტერბერიის არქიეპისკოპოსი – მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, სახიფათო ლექსიკას მოერიდონ

18:57, 27.10.2019

კენტერბერიის არქიეპისკოპოსი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არჩევნების წინ „სახიფათო ლექსიკას მოერიდიონ“. ჯასთინ უელბის თქმით, „პოლარიზებულ საზოგადოებაში პოლიტიკოსები უნდა მოერიდონ სახიფათო კომენტარებს“.

მისივე თქმით, ისეთი სიტყვებით საუბარი, როგორიცაა „მოღალატე“ და „ფაშისტი“, დაუშვებელია, რადგან ეს „ზოგიერთი პოლიტიკოსის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს“.

არქიეპისკოპოსი აცხადებს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა „სწორი ლექსიკის დანერგვაში“ პრემიერ-მინისტრს ეკისრება.

გასულ თვეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მკაცრად გააკრიტიკეს, როდესაც მან სიტყვა „კაპიტულაცია“ ახსენა. ბორის ჯონსონი ასევე გაკიცხეს იმის გამო, რომ ის პარლამენტარების მხრიდან ქალების მიმართ ძალადობის შესახებ განცხადებებს ხშირად „ტყუილ ხრიკებს“ უწოდებდა.

არქიეპისკოპოსი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ასეთი გამონათქვამებისგან თავი შეიკავონ, რათა საზოგადოებაში დაძაბულობა განიმუხტოს.

მსგავსი