კენიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დოპინგისთვის ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
კენიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დოპინგისთვის ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

ცნობილი კენიელი მძლეოსანი, 1500 მეტრზე რბენაში ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ასბელ კიპროპი ოთხი წლით არის დისკვალიფიცირებული ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის. ამის შესახებ გამოაცხადა ანტისადოპინგო წესების დაცვის კონტროლის დამოუკიდებელმა ორგანომ (AIU – Athletics Integrity Unit).

2018 წლის მაისში, კიპროპის “B” სინჯმა აჩვენა სისხლში აკრძალული პრეპარატი – ერითროპოეტინი. მძლეოსანმა დოპინგ-ოფიცრები დაადანაშაულა მისი სინჯის გაყალბებაში, მაგრამ AIU-მ ვერ იპოვნა ამის დამამტკიცებელი ფაქტები.

29 წლის კენიელი ოლიმპიური ჩემპიონი 2008 წელს, პეკინში გახდა, მსოფლიოს ჩემპიონატი კი 2011, 2013 და 2015 წლებში მოიგო.

ანტისადოპინგო წესების დაცვის მაკონტროლებელი ორგანო (AIU) 2017 წელს შეიქმნა.

დატოვე კომენტარი