კენიის დედაქალაქში სასტუმროს უცნობი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. BBC-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა. ისმის სროლის ხმაც.
სასტუმრო კომპლექს „დუსიტის“ ავტოსადგომზე რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი უკიდია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, ასევე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.
როგორც BBC იუწყება, თვითმხილველები თავდასხმას ტერორისტულ აქტს უწოდებენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კენიაში ტერორისტულ თავდასხმებს ძირითადად „ალ-შაბააბი“ ახორციელებს. ტერორისტული დაჯგუფების წევრები დედაქალაქ ნაირობიში 2013 წელს სავაჭრო ცენტრს დაესხნენ თავს, რა დროსაც 67 ადამიანი დაიღუპა.