კენიაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვილიამ რუტო დაასახელეს
კენიაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვილიამ რუტო დაასახელეს

კენიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვილიამ რუტო დაასახელეს. ამის შესახებ განცხადება კენიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.

რუტომ ამომრჩეველთა ხმების 50,4 პროცენტი მიიღო და მოწინააღმდეგე რაილა ოდინგას აჯობა.

კენიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება რამდენჯერმე გადაიდო, რადგან კანდიდატების მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა.

ამასთან, საარჩევნო კომისიის შვიდი წევრიდან ოთხი შედეგებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა, მათ შორის იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ვილიამ რუტო პირველად იყრიდა კენჭს პრეზიდენტად. მანამდე, რუტო ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 10 წლის განმავლობაში იკავებდა.