კენიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა
კენიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა

კენიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ბავშვია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 12 ცხედარია აღმოჩენილი. სამძებრო სამუშაოები რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს.

ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, პოკოტის ოლქში მოხდა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, მეწყერის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. რომლის შედეგადაც მეწყერთან ერთად რეგიონში წყალდიდობასაც ებრძვიან. საავტომობილო გზების და ხიდის ჩამონგრევის შედეგად რამდენიმე სოფელთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობას ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებიც იღებენ.

დატოვე კომენტარი