კენიაში ავტოკატასტროფის შედეგად სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
დაშავებულები უახლოეს სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ცნობილია, სამგზავრო ავტობუსი რეისს ნაირობიდან ქალაქ კისუმუს მიმართულებით ახორციელებდა. ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთში, დაღმართზე ჩასვლის დრო მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 20 მეტრის სიმაღლის ხრამში გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე ახლა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ხრამში გადაჩეხილი ავტობუსიდან ყველა მგზავრი ჯერ კიდევ არ გამოუყვანიათ.