კენიაში ავიაკატასტროფის შედეგად გერმანელი და უნგრელი ტურისტები დაიღუპნენ
კენიაში ავიაკატასტროფის შედეგად გერმანელი და უნგრელი ტურისტები დაიღუპნენ.
„ევრონიუსის“ ცნობით, კენიის ხელისუფლება იძიებს ავიაკატასტროფის მიზეზს, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც ტურისტების თვითმფრინავი მასაი მარას ეროვნული ნაკრძალისკენ მიფრინავდა. კატასტროფას თერთმეტი ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესობა ევროპელი ტურისტები იყვნენ.
ავიაკომპანია Mombasa Air Safari-ს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა რვა უნგრელი და ორი გერმანელი მგზავრი, ასევე კენიელი პილოტი.
ოფიციალური ინფორმაციით, Cessna Caravan-ის ტიპის თვითმფრინავი მთიან ადგილას, დიანის აეროდრომიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.
ოფიციალური პირების ცნობით, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.