კენდოს ევროპის ჩემპიონატზე ცხრა ქართველი იასპარეზებს
კენდოს ევროპის ჩემპიონატზე ცხრა ქართველი იასპარეზებს

24-26 მაისს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კენდოში ევროპის 29-ე ჩემპიონატი გაიმართება.

ტურნირზე პირველად იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ასაკობრივი კატეგორიის (უფროსები და იუნიორები) ცხრა სპორტსმენი. აღნიშულ ჩემპიონატზე კავკასიის ქვეყნებიდან ჯერ არც ერთ ქვეყანას არ მიუღია მონაწილეობა და საქართველო იქნება პირველი.

საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის ქვეყნების კენდოს ფედერაციების გენერალურ ასამბლეაში, რომელსაც ჩაატარებენ საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების უმაღლესი წარმომადგენლები და დაამტკიცებენ ჩემპიონატის ახალ რეგულაციებს, ასევე მიიღებენ სხვადასხვა დადგენილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კენდოს განვითარებას ევროპაში.

გაიმართება ჩემპიონატის დახურვის ცერემონია 26 მაისს გაიმართება.