კენჭაძე, მარსაგიშვილი და პეტრიაშვილი საფრანგეთის გრან პრის ნახევარფინალში იჭიდავებენ
კენჭაძე, მარსაგიშვილი და პეტრიაშვილი საფრანგეთის გრან პრის ნახევარფინალში იჭიდავებენ

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე ანრი დელანის სახელობის რიგით 47-ე გრან პრიზე, დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასპარეზობს.

ნიკა კენჭაძემ (79 კგ), დავით მარსაგიშვილმა (86 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125კგ) საკუთარი მეოთხედფინალური შეხვედრები მარტივად მოიგეს და დანარჩენ ოთხ ქართველ მოჭიდავესთან – ბექა ბუჯიაშვილთან (57 კგ.), ბექა ლომთაძესთან (61 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან (65 კგ.), დავით ტლაშაძესთან (74 კგ.) ერთად ნახევარფინალში იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები საფრანგეთში უძლიერესი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში მედლები დღესვე მოგვიანებით გათამაშდება.

ხვალ, 17 იანვარს კი ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.) და სულხან ბუიძე (130 კგ.) გავლენ.

დატოვე კომენტარი