კემეროვოს ტრაგედიასთან დაკავშირებით რუსეთში გლოვა გამოცხადდა
კემეროვოს ტრაგედიასთან დაკავშირებით რუსეთში  გლოვა გამოცხადდა

კემეროვოს ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში 28 მარტს გლოვა გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დროშები დაეშვება.

რუსეთის ხელისუფლება კულტურულ დაწესებულებებს და ტელე-რადიო კომპანიებს მოუწოდებს გადადონ გასართობი ღონისძიებები.

სახელმწიფო ორგანოებს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენა დაევალათ.

რუსეთის ქალაქ კემეროვოში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 41 ბავშვი.