კელი დეგნანი - ყველას მოლოდინია, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის, შედეგებში ყველა დარწმუნებული იქნება, ვნახავთ ნაკლებ სიძულვილის ენასა და ფეიკნიუსს
„რედისონ ბლუ ივერიაში“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) კონფერენციას – „ციფრული საარჩევნო კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები საქართველოში“ მართავს. კონფერენციას ესწრება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომლის თქმითაც, თვითმმართველობის არჩევნები იქნება შემდეგი ტესტი საქართველოს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის.
„ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება შემდეგი ტესტი საქართველოს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის. ყველას მოლოდინია, რომ ის მშვიდად ჩაივლის და შედეგებში ყველა დარწმუნებული იქნება. ვფიქრობ, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეიმუშავეს კარგი საგზაო რუკა, რომელიც ასახულია საარჩევნო რეფორმის იდეაში, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა პარტიასთან უწყებებთან, მათ შორის სოციალურ მედიაზე, რა პოზიტიური და ნეგატიური გავლენები აქვს მას ამომრჩევლებზე. ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბერში, მომავალ არჩევნებზე ვნახავთ ნაკლებ სიძულვილის ენას, ნაკლებ დეზინფორმაციასა და ფეიკნიუსს და სოციალური მედიის უფრო მეტ ბენეფიტს ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით, პარტიების პლატფორმებისა და პრიორიტეტების შესახებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.