კელი დეგნანი - ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა, რათა გამოსავალი მოიძებნოს
ძალიან კონსტრუქციული შეხვედრები იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა, რათა გამოსავალი მოიძებნოს.
„ყველა მოდის გამოსავლის პოვნის რეალური სურვილით, რაც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია.
ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს. არის რეალური გაგება, რომ საქართველოს ინტერესები ყველაზე მთავარია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კელი დეგნანმა.
დღეს დილიდან საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ცალ-ცალკე ხვდებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. შეხვედრები ამ დროისთვის დასრულებულია.