კელი დეგნანი - ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი პატივს სცემს იმ კარგ სამუშაოს, რომელიც ცესკო-მ შეასრულა ხმის მიცემის უსაფრთხოდ და მშვიდად ჩასატარებლად
კელი დეგნანი - ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი პატივს სცემს იმ კარგ სამუშაოს, რომელიც ცესკო-მ შეასრულა ხმის მიცემის უსაფრთხოდ და მშვიდად ჩასატარებლად

ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი პატივს სცემს იმ კარგ სამუშაოს, რომელიც ცესკო-მ შეასრულა ხმის მიცემის უსაფრთხოდ და მშვიდად ჩასატარებლად, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შეხვდა.

კელი დეგნანმა ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„გილოცავთ. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის.

მე მოვედი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რადგან დღევანდელი არჩევნები ამ ჯგუფის მიერაა ორგანიზებული და ის არის პასუხისმგებელი არჩევნების ადმინისტრირებაზე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სამუშაო. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი პატივს სცემს იმ კარგ სამუშაოს, რომელიც ცესკო-მ შეასრულა, რათა უზრუნველყო, რომ მათ დღეს ხმის მიცემა უსაფრთხოდ და მშვიდად შეძლებოდათ. „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომების დასაცავად მასშტაბური მზადებაა, რათა თქვენ ხმის მიცემა უსაფრთხოდ შეძლოთ.

აშშ-ის საელჩოს 75-მდე წარმომადგენელი მთელი ქვეყნის ფარგლებში აკვირდება საარჩევნო უბნებს. ძალადობისა და დაშინების ადგილი არ არის და ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, ამგვარ საკითხებს დავაკვირდებით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაიკეთეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია, მიდით და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.