კელი დეგნანი - ვიმედოვნებ, იქნება მკაფიო გზავნილები, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ საქმის კეთება ძალადობისა და ორგანიზებული თავდასხმების გარეშე
კელი დეგნანი - ვიმედოვნებ, იქნება მკაფიო გზავნილები, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ საქმის კეთება ძალადობისა და ორგანიზებული თავდასხმების გარეშე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები იყო შოკისმომგვრელი და შემაშფოთებელი.

მისივე თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორების მისამართით საჭიროა მკაფიო გზავნილი, რომ მედიის თავისუფლება კონსტიტუციურად დაცული უფლებაა და ძალადობასთან შეგუება არ მოხდება.

„ვისაც მართლა სჯერა დემოკრატიის, იგებს იმ ცენტრალურ როლს, რასაც მედია თავისუფლება თამაშობს ჯანსაღი დემოკრატიის სისტემაში. მრავალფეროვანი, პლურალისტური, ძლიერი მედია ნიშნავს, როგორ არის მოსახლეობა ინფორმირებული, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები იყო შოკისმომგვრელი და ძალიან შემაშფოთებელი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისინი იყვნენ კარგად ორგანიზებული ჟურნალისტებზე თავდასხმებისთვის. საჭიროა ძალიან მკაფიო გზავნილი ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლებაზე თავდასხმის ორგანიზატორების მიმართ, რომ ამასთან შეგუება არ მოხდება, მიუღებელია ის, რაც კონსტიტუციურად დაცული უფლებაა საქართველოში და საჭიროა მისი დაცვა. ვიმედოვნებ, იქნება მკაფიო გზავნილები, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ საქმის კეთება დაშინების, შიშის, ძალადობისა და ორგანიზებული თავდასხმების გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.